„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“
ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის. მიმართეთ „თეგეტას“ სერვის ცენტრებს და ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და ფილტრებზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, მინის მწმენდებზე, ანტიფრიზსა და სხვა სეზონურ პროდუქციაზე. შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.
თუ თქვენმა ავტომობილმა უპრობლემოდ იარა ზაფხულის სეზონი და ტექნიკურად გამართულია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ზამთარშიც გამართულად იმუშავებს. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის წინასწარ არ მოამზადეთ, მან შესაძლოა ტემპერატურის ვარდნის შემდეგ ნებისმიერ დროს გიმტყუნოთ. ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ დაკარგული აქვს თუ არა თვისებები გაგრილების სითხეს (ანტიფრიზს), ასევე უნდა შემოწმდეს აკუმულატორის მდგომარეობა, ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად აღარ დაიქოქოს. აქციის ფარგლებში „თეგეტა“ ანტიფრიზისა და აკუმულატორების შემოწმების სერვისს სრულიად უფასოდ გთავაზობთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება, ასევე ერთადერთი ნაწილი რითიც ავტომობილი გზის საფარს ეხება საბურავებია. ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და შესაბამისად ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში კიდევ უფრო უხეში ხდება, ასეთი საბურავი უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში მისი გამოყენება არა თუ არარეკომენდირებული, არამედ სახიფათოა. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა, უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია.
თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისარებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.
კომენტარი