ლიბიაში აშშ-ს მოკლული ელჩის დღიური იპოვნეს
CNN-ის ჟურნალისტებმა ლიბიის ქალაქ ბენგაზიში აშშ-ს მოკლული ელჩის დღიური იპოვნეს.
„დღიური მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ს საელჩოს ნანგრევებში აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნავენ რეპორტიორები, მათ სტივენსის დღიურის აღმოჩენისთანავე აღნიშნული ინფორმაცია მოკლული ელჩის ახლობლებს მიაწოდეს.
მიუხედავად იმსია, რომ სტივენსის ნათესავებმა ჟურნალისტებს დღიურში არსებული მასალის გაუმჟღავნებლობა თხოვეს, ჟურნალისტებმა გარკვეული ინფრომაცია მაინც გახადეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
CNN-ის რეპორტიორების თქმით, უკანასკნელი ჩანაწერი ასე იწყებოდა: „ლიბიაში ექსტრემისტთა დაჯგუფებები ძლიერდებიან, ამ ქვეყანაში მუშაობა და ცხოვრება ყოველგვარი უსაფრთხოების საზღვრებს სცდება!“
ამასთანავე, როგორც ცნობილია სტივენსი ძალიან ღელავდა საკუთარ უსაფრთხოებაზე და იგი თვლიდა, რომ „ალ-ქაიდას“ მიერ შედგენილ სიაში, რომლითაც აღნიშნულ დაჯგუფებას სხვადასხვა პირებზე შური უნდა ეძია, პირველ ადგილს იკავებდა. ჟურნალისტების ნაბიჯი კი მსოფლიო მედიამ „ყოვლად მიუღებლად“ შერაცხა.
კომენტარი