სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 წლის გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუდასტურდა კორონავირუსი და აპირებს ბევრ ადამიანს ძალით გადასდოს ის - საქმეში პოლიცია ჩაერთო

ფლორიდის შტატში 18 წლის გოგონა დააპატიმრეს იმის გამო, რომ ის ძალით ავრცელებდა COVID-19-ს.

ლორენა მარადიაგას ბრალად ედება ტერორისტული ქმედების განხორციელება. გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი და აპირებს ბევრ ადამიანს ძალით გადასდოს ის.

პოსტის ნახვის შემდეგ გოგონას ძებნა პოლიციამ დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ მასზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, პოლიციამ ის მაინც დააპატიმრა გავრცელებული პოსტის გამო, რამაც საზოგადოებაში დიდ პანიკა გამოიწვია.



უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100