სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მურაბიანი ნამცხვარი

მასალა:

კარაქი - 500 გრამი

შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა

კვერცხი - 5 ცალი

ფქვილი - რამდენიც დასჭირდება

სოდა - 1 ჩაის კოვზი

ძმარი - 1 სუფრის კოვზი

მარილი, ვანილი – გემოვნებით

500 გრამი კარაქი ავსრისოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული, სოდა - გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ სამ ნაწილად (ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.

ორ ფენას წავუსვათ უკურკო ღოღნაშოს მურაბა და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ. შეგვიძლია ვიხმაროთ უკურკო ალუბლის მურაბაც, უწვენოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100