სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუსკუსი

მასალა:

500 გრამი მანანის ბურღული

1 ½ ჭიქა წყალი

1 ჩაის კოვზი მარილი

40 გრამი კარაქი

1 ჩაის კოვზი ფქვილი

მანანის ბურღულიდავყაროთ დაფაზე და მოვასხათ მარილიანი წყალი. შემდეგ წრიული მოძრაობით ხელის გულით დავზილოთ ბურღული, თან ვამატოთ ცოტა ფქვილი, როდესაც გაჩნდება თხილის ზომის ბურთულები, გადავიტანოთ ისინი საცერში, საცერი კი მდუღარე წყლიანი ან მდუღარე ბულიონიანი ქვაბის თავზე დავამაგროთ. საცერს დავახუროთ კარგად მორგებული თავსახური და საცერს ზემოდან გადავუჭიროთ გადაკეცილი ხელსახოცი, რომ ცივი ჰაერი არ შევიდეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კერძი მზადაა - ბურთულები სულ გამჭვირვალე გახდება. დავამატოთ კარაქი და ძალიან ფრთხილად ავურიოთ.

სუფრაზე ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100