ავტოავარიას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა
კახეთში ავტოკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
"მერსედესის" მარკის ავტომობილი თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც "მოსკვიჩს" შეეჯახა.
გარდაცვლილებები "მოსკვიჩის" მგზავრები იყვნენ.
ტელოკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მამა-შვილი მიხეილ და ნინო შამშიაშვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ხუთი დაშავებულის მდგომარეობა რთულია და ისინი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს.
მათ მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
კომენტარი