გლდანი-ნაძალადევის რაიონში მარიხუანას შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით "მარიხუანის" შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანის" დამზადება-შენახვის ფაქტზე სერგო ო. დააკავეს.
აღმოჩნდა, რომ დაკავებულს, საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში, მოწყობილი ჰქონდა ე.წ „სათბური", სადაც ის „მარიხუანას" ქოთნებში ზრდიდა და ინახავდა. ოთახში ასევე ნაპოვნია ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობა. დიდი ოდენობით "მარიხუანა" იყო პოლიეთილენის პარკებსა, შუშის ქილებსა და ქოთნებში. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ სახლისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მთლიანი წონა 400 გრამია.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის II ნაწილითაა აღძრული.“
კომენტარი