სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული სუპერბომბი ირანისათვის, უკვე მზად არის...

ვიდრე დიპლომატები ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარებას ცდილობენ, აშშ აცხადებს, რომ უკვე მზად აქვს სუპერბომბი, რომლითაც ირანის ბუნკერების განადგურება იქნება შესაძლებელი.

იტალიური „ლა სტაპმას“ მონაცემებით, ბომბს 60 მეტრიანი სიღრმის არმირებული ცემენტის ფენის გარღვევა შეუძლია.

ირანის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ გამორიცხავენ არც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები და არც თავად ირანის ხელისუფლება, რომლებიც ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ ასევე ქმნიან სპციალურ იარაღს. ისრაელიც, სამხედრო ჩარევას ერთადერთ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს.

ამერიკული სუპერბომბის დასამზადებლად 330 მილიონი დოლარი დაიხარჯა - წერს იტალიური გაზეთი. მისი ერთი ერთეული შეიცავს 2400 კილოგრამზე მეტ ასაფეთქებელს, რაც ბომბს აძლევს საშუალებას, გაარღვიოს არმირებული ცემენტის 60-მეტრიანი ფენა. სამხედრო-საჰაერო ძალებში უკვე ადასტურებენ, რომ ირანული ბუნკერებისთვის განკუთვნილი ბომბი უკვე სრულ მზადყოფნაშია.

რას დაუპირისპირებს ამერიულ სუპერბომბს ირანი?

ამერიკელები ამბობენ, რომ მათმა მოწინააღმდეგემაც კარგად იმუშავა: „ჩვენ შეიძლება ბევრი ხომალდი დავკარგოთ ბრძოლის პირველ საათებში“ - ციტირებს „ლა სტამპა“ ამერიკულ წყაროებს.

2012 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბების MOP-ის შესაძლებლობებს ავითარებდნენ. 13,6 ტონა მასის მქონე MOP-ის ბომბებს, თავიდანვე, სპეციალურად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიწისქვეშა ბუნკერებისთვის ქმნიდნენ...

წყარო: http://presa.ge/new/index.php?m=military&AID=18015

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100