სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათელაშვილი: ექვსიანები და თვრამეტიანები კი არა, მისი უდიდებულესობა ქუჩა გადაგვარჩენს!..

"არანაირ არჩევნებს ეს ხელისუფლება არ ჩაატარებს, ამიტომ ჩვენ რვიანები და თვრამეტიანები კი არა, მისი უდიდებულესობა - ქუჩა გადაგვარჩენს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გუშინ, 15 საათზე, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე.

მიტინგს რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა და იგი 2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტის წინ მიტინგის დარბევის აღსანიშნავად ჩატარდა. ლეიბორისტული პარტია წინასწარ აცხადებდა, რომ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდოდა, თუმცა ხალხის სიმცირე ნათელაშვილმა უამინდობით ახსნა.

"რას დაუჩემებიათ, კაცო, ვეხვეწებით ამ ნატოს "დეიდა ნატო, დეიდა ნატო!" არ მინდა ასეთი დეიდა ნატო! არანაირი ნატო და არანაირი კატო, მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველო და არანაირი ბლოკები!" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"როცა ჩვენ ვიქნებით ათასები, ალყაში მოვაქცევთ პარლამენტს, ავლაბრისა და ბობოყვათის რეზიდენციას, აეროპორტს და ესენი 24 საათში გაიქცევიან", - იწინასწარმეტყველა მთავარმა ლეიბორისტმა.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებულ მიტინგს რუსთაველის გამზირზე ქვეყნის ოპოზიციურმა სპექტრმა მხარი არ დაუჭირა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის პირით ხელისუფლება ცდილობს, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს და სამართლებრივ რელსებს ააცდინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100