სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსჯავრდებულს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა

ადამიანის უფლებათა ცენტრს ტელეფონით დაუკავშირდა მსჯავრდებული №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და აცნობა, რომ მსჯავრდებულს არ მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მან წინასწარ დააფიქსირა, რომ სურდა არჩევნებში მონაწილეობა.
მსჯავრდებულს კენჭისყრის დღეს განუცხადეს, რომ მას ადგილზე არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აღნიშნულის შესახებ ადმინისტრაციას შეეძლო მსჯავრდებულის გაფრთხილება, რათა მას ოჯახის წევრებისთვის ეთხოვა პასპორტის მიტანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100