სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავა: "ზაზა სარალიძე ამჟამად სახლშია, რადგან მარტო ურჩევნია ყოფნა"

ზაზა სარალიძე ამჟამად რუსთაველის გამზირზე არ იმყოფება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტთან ზვიად კუპრავამ განუცხადა, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ამჟამად ის სახლში იმყოფება.

"ვაკის პარკში იყო ფარისევლური აქცია. ის არ იყო თანაგრძნობის აქცია. ეს იყო სუს-ის მიერ ორგანიზებული, სადაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა და ზაზა დაითრგუნა. ამჟამად მას მარტო ურჩევნია ყოფნა. აქცია, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე მაინც გაიმართება. პოლიტიკოსები მხარს დაუჭერენ იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია" - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძემ დღეს, ვაკის პარკში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სდაც მას შესთავაზეს, რომ ჩამოშორდეს „ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ აქციას“ და შეუერთდეს ხალხის პროტესტს: „ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი - მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში და აქცია დატოვა. მისივე თქმით, მან ვერც პარლამენტთან და ვერც ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ვეღარ დაინახა ერთობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100