"ბებიაჩემი 19 წლისა წავიდა ომში" - ირინა შეიკის პოსტი 9 მაისზე
9 მაისთან დაკავშირებით სუპერმოდელმა ირინა შეიკმა სოციალურ ქსელში ომის ვეტერანი ბებიის ფოტო გამოაქვეყნა რუსულენოვანი კომენტარით.
„სამუდამო დიდება გმირებს! ჩვენ გვახსოვს და ჩვენ ვამაყობთ!
ბებიაჩემი ომში 19 წლისა წავიდა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. დღეს ის ცოცხალი აღარ არის და ვეღარ იზეიმებს ამ დღეს ჩვენთან ერთად, მაგრამ მე მინდა მივულოცო ყველას ვინც იცავდა ჩვენს სამშობლოს“ - წერს შეიკი.
კომენტარი