სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანი ნადარეიშვილი: ახალაიას ადვოკატის გამო სასწრაფოს ექიმებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა

ბაჩო ახაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩაფიძის გულის კლინიკის ექიმმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით ჩაფიძის კლინიკაში ჩატარდა თათბირი და ყველა ექიმს აუკრძალეს გიორგი ონიანის შესახებ საუბარი, მისი ჯანმრთელობის შესახებ ტელეფონზე საუბარიც კი და თუ ვინმე ამას დააღრღვევდა დაკარგავდა სამსახურს.

P.S. სწორედ ამიტომ გუშინ როდესაც მოდულში გამოძახებულ სასწრაფოს გოგა გადაყავდა მელიას გულის კლინიკაში, პოლიციის ესკორტმა იგი გადააყენა თამარაშვილის ქუჩაზე სადაც სასწრაფოს ექიმებსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა სასწრაფოს მანქანას საბოლოოდ მაინც შეაცვლევინეს გეზი და მათი ბრძანებით გოგა გადაიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში.” - წერს ანი ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანი გახლავთ ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელიც სამი დღის წინ დააკავეს. მას ბრადალ ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამ დროისთვის ონიანი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100