სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედას, რომელმაც რვა თვის გოგონა ღუმელში დაწვა, 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქალს, რომელმაც თავისი 8 თვის გოგონა ღუმელში დაწვა 16 წლით კოლონია მიესაჯა. აღნიშნული შემთხვევა რუსეთში კრასნოიარსკის მხარეში, ტინსკის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალს სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამი შვილის დედამ, მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ თავისი 8 თვის გოგონა სცემა და იგი ღუმელში შეაგდო. გოგონა დაიღუპა. ამის შემდეგ ქალი მშვიდად დაწვა დასაძინებლად. სასამართლოს მიერ დაწესებულმა ფსიქიარტიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი შერაცხადია. ამ საქმემ რეგიონში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად სასამართლოში გადაგზავნილია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ ქალის წინააღმდეგაა აღძრული. ირკვევა, რომ იგი თავის მცირეწლოვან ვაჟსაც სცემდა. პროკურატურა ქალისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100