სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოლოგიის 7 წესი, რომელთა გააზრებაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

დაარწმუნეთ საკუთარი თავი შემდეგი კანონების სისწორეში და სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ.

სარკის კანონი. ადამიანები თქვენს გარშემო თქვენი სარკეა. მათში აისახება თქვენი პიროვნება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. მაგალითად თუ ვიღაც უხეშად გექცევათ მაშინ თქვენ ეს გინდათ და ამის უფლებას აძლევთ. თუ გამუდმებით გატყუებენ ესეიგი თქვენ ხართ ადამიანი რომელიც მზად არის დაუჯეროს ნებისმიერს.

არჩევანის კანონი. ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება თქვენი საკუთარი არჩევანის შედეგია. საკუთარი ბედის ავტორი თავად ხარ და ნურავის ნუ წაუყენებ პრეტენზიებს.

ცოდვის კანონი. შეეგუეთ, რომ უშეცდომო არავინაა, თქვენ შესაძლოა საკუთარი ქმედებები სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაც უნდა გეთანხმებოდეს. ასევე გახსოვდეთ სამყარო არ არის მხოლოდ შავი და თეთრი, თქვენ შესაძლოა დაუშვათ შეცდომები, ეს ნორმალურია მთავარია მათი აღიარება და გამოსწორება შეგეძლოთ.

შესაბამისობის კანონი. თქვენ გაქვთ ყველაფერი ზუსტად იმდენი რამდენიც შეგეფერებათ და იმსახურებთ, არც მეტი და არც ნაკლები. ეს ეხება ყველაფერს, სამსახურს, ფულს და ადამიანებს. თუ არ შეგიძლიათ ადამიანისთვის სანაცვლო გრძნობის დაბრუნება ნუ ითხოვთ მისგან სიყვარულს.

დამოკიდებულების კანონი. თქვენი არავის არაფერი მართებს. მოინდომეთ სხვებისთვის სიკეთის უანგაროდ გაკეთება და გახსოვდეთ იმისათვის, რომ იყო კეთილი საჭიროა იყო ძლიერი. თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ და არას თქმის უნარიც დაიტოვეთ.

დასწრების/ყოფნის კანონი. თქვენ ცხოვრობთ აქ და ახლა, წარსული აღარ არსებობს, რადგან ყოველ წამს ახალი რეალობა დგება. მომავალი ჯერ არ დამდგარა, იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ამჟამინდელი წამით.

ოპტიმიზმის კანონი. სანამ ჩვენ ცხოვრებას ვუწყრებით და ამაში დროს ვკრგავთ ის გადის. ნუ კარგავთ დროს იცხოვრეთ და გქონდეთ მომავლის იმედი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100