საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი
საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სულ 13 მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, უცხო ქვეყნებში კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი