სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ შეცვლის ფანჯიკიძესა და პეტრიაშვილს?

საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია. ვინ შეცვლის მაია ფანჯიკიძესა და ალექსი პეტრიაშვილს - ახალ მინისტრებს პრემიერი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაასახელებს.

მთავრობის წევრები ადასტურებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ჟენევაში გაერო-ს ოფისის გენდირექტორის აპარატის უფროს დავით ჩიკვაიძისა და ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი მანაგაძის კანდიდატურები განიხილება; ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურაზე მსჯელობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100