სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 წლის გოგონამ მისი 2 კვირის ძმა სიკვდილსგან იხსნა

ძმის დაბადების შემდეგ 3 წლის ჯოზი-ლინ კერნმა მალე მოირგო უფროსი დის როლი, ის გამუდმებით ზრუნავდა პატარა კეისონზე, მუდმივად ამოწმებდა,რომ გაეგო რამე ხომ არ უჭირდა მას. კეისონის დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ სწორედ ჯოზი-ლინის თავგამოდებულმა ზრუნვამ და ყურადღებამ იხსნა სიკვდილისაგან ჩვილი კეისონი.

ერთ საღამოს, ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად დაწოლამდე ჯოზი ლინმა ძმის ოთახში შეიხედა ,რათა დარწმუნებულიყო, რომ პატარა ძამიკოს არაფერი უჭირდა. ოთახში შესვლისთანავე მან შენიშნა, რომ კეისონი მძიმედ სუნთქავდა: „ ის კვდებოდა, თითქმის ვეღარ სუნთქავდა“ - ამბობს ის.

პატარა გმირი გოგონა, ჯოზი ლინი, მაშინვე მიხვდა,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და ამის შესახებ მშობლებსაც უთხრა.დედამისი, აუთუმნ კერნი იხსენებს : „კეისონი მძიმედ სუნთქავდა, ჩემი ქალიშვილი ,რომ არა ის დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა“ . მომხდარს მისი ბებია პამ ჩენსიც იხსენებს: „ ის ოთახში შემოვიდა და თქვა, რომ კეისონი ძლივსღა სუნთქავდა, ის სიკვდილის პირას იყო“.

ოჯახმა კეისონი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა, მათი თქმით, ჯოზი ლინს კეისონის გაძნელებული სუნთქვა ადრევე , რომ არ შეემჩნია ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. პედიატრიული საავადმყოფოს დირექტორი რეგან სქიარილა გვიხსნის : „ ჩვილებში ხშირად გავრცელებულია ის, რასაც ჩვენ რეფლექსიას ვეძახით , ამ დროს საკვები იმდენად მაღლა იწევს, რომ ის ბავშვის კუჭს აწვება და სუნთქვის შეწყვეტას იწვევს“. „კეისონს უბრალოდ უფროსი და კი არა, მას გმირი და ჰყავს“.

თარგმნა: ნინი ტაველიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100