სიკვდილთან მებრძოლი ახალგაზრდა ქართველი პოეტი
მიყვარს თოვლში ღამის ქუჩა,
გვირაბს როცა ბოლო უჩანს.
მიყვარს ფიფქებს როცა ვხედავ,
გვირაბში რომ ფიქრებს ვბედავ.
მიყვარს შავზე თეთით წერა,
მიყვარს შენზე გულის ძგერა.
მიყვარს როცა მცივა ხელზე,
მიყვარს კოცნა მე შენს ყელზე.
მიყვარს როცა მართობს მთვარე,
ისიც მიყვარს რაც მაკმარე.
მიყვარს დრო და წამებს ვითვლი,
მიყვარს როცა ლექსებს გიძღვნი.
ამ ლექსის ავტორი ბენჯი ჩხაიძე მძიმედაა ავად და ჩვენი დახმარება სჭირდება. ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ბენჯის ექიმებმა შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ქალა ტვნის ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, სუბდულარული ჰემორადია და კომატოზური მდგომარეობა.
ბენჯის ოჯახს მისი მკურნალობiს თანხები ამოეწურა. იმ შემთხვევაში თუ ბენჯის დახმარება გსურთ, იხილეთ ბანკის რეკვიზიტები, რომელიც სტატიაზე მიბმულ ფოტოზეა ასახული და გააკეთეთ კეთილი საქმე ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.
კომენტარი