"ყოველ დილით სარკიდან რომ მიცქერს ძაძებიანი ქალი, მძულს...მძულს ჩემი თავი უსასტიკესი სტატუსით-შვილმკვდარი დედა..." - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"შენ შემდეგ არ მიცოცხლია. ვცხოვრობ. შენ შემდეგ გავიყინე...ყველანაირი შეგრძნება დავკარგე.
მეც
დავიკარგე. გგონია მე უშენოდ ვარ?არა! შენ სულ ჩემთან ხარ და მე სულ
შენთან ვარ. რამ გაგვყო მე და შენ...არაფერმა. შენ ჩემში იმაზე მეტი
ხარ,ვიდრე მე. ჩემთვის ადგილი აღარ დარჩა...მიხარია.
მინდა უფრო გაბევრდე და სულ შენ იყო,დე, ჩემო სიცოცხლე,მიყვარხარ უსაშველოდ...
ყოველ დილით სარკიდან რომ მიცქერს ძაძებიანი ქალი,მძულს...მძულს ჩემი თავი უსასტიკესი სტატუსით-შვილმკვდარი დედა... შენ შემდეგ გაგრძელებული ჩემი ცოცხალმკვდრობა მძულს...ძალით ნათრევი,დაცემის შიშით გადაგორებული დღეები მძულს... მზარავს სახლში დასადგურებული ცივი სიჩუმე...
უშენოდ დარჩენილი ჩემი თავი მძულს...სად არის ხსნა? არის კი?! არა!არა და არა.
ვერ ვუძლებ...თითქმის ვერ ვუძლებ..." - წერს ქეთი ცირეკიძე.
შეგახსენებთ, 6 წლის ნია გოგუა, ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზით თურქეთში სამკურნალოდ წაიყვანეს, ის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გოგონას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.
კომენტარი