სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ ახალშობილი გოგონა მოკლა და გვამი სანაგვეზე გადააგდო

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში 30 დეკემბერს ახალდაბადებული ბავშვის გვამი იპოვნეს სანაგვეზე.

გამომძიებლები ეძებენ დედას, რომელმაც საკუთარი ახალშობილი ქალიშვილი მოკლა. ტრავმირებული ბავშვის ცხედარი კრასნოიარსკის ტერიტორიის ბრეეზოვსკის რაიონში აღმოაჩინეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის თანახმად, ბავშვს მძიმე დაზიანებები ჯერ კიდევ სიკვდილამდე აქვს მიყენებული.

- მოთხოვნა ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია 2019 წელს ორსული გოგონებისა და სავარაუდო დაბადების თარიღის შესახებ, 2019 წლის დეკემბერში ან 2020 წლის იანვრის ჩათვლით, ბავშვის დაბადების შესახებ და ბავშვის ბედის შესახებ, რომელიც უცნობია, დაუკავშირდით საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელს - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც რუსეთის უწყებებმა გაავრცელეს.

როგორც გამომძებლები განმარტავენ, სავარაუდო მშობლის ძებნას საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაციითა და დეენემის ანალიზზე დაყრდნობით აპირებენ - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100