საღამოს თბილისში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
საღამოს საათებში თბილისში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, - ასეთ არასაიმედო პროგნოზს აკეთებენ სინოპტიკოსები. სავარაუდოდ, წვიმა დაახლოებით 17.00 საათისთვის დაიწყება და, სავარაუდოდ, ორ საათს გაგრძელდება. „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, შეტყობინება მოსალოდნელი წვიმის შესახებ უკვე მიიღეს დედაქალაქის მერიაში. ამ წუთებში სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმისთვის ემზადება - მიმდინარეობს იმ თანამშრომელთა გამოძახება, რომლებსაც, წესით, დასვენება ეკუთვნით.
მერიაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყველა სამსახური მზადაა, სათანადოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.
თბილისთან ერთად, იწვიმებს დანარჩენი აღმოსავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილში - კახეთში უხვ ნალექს ელიან. სამაშველო სამსახურები იქაც რთული ღამისთვის ემზადებიან.
კომენტარი