10 მითი სუიციდის შესახებ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ყოველ 40 წამში მსოფლიოს რომელიღაც წერტილში ერთი ინდივიდი მიმართავს სუიციდის მცდელობას. სწორედ თვითმკლვლელობაა სიკვდილიანობის რიგით მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზი 15 დან 19 წლის ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
სუიციდის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თუმცა, სამწუხაროდ, კვლევის მონაცემებით გამყარებულ ცოდნაზე მეტად, რიგით მოქალაქეებში სუიციდთან დაკავშირებული სხვადასხვა მითები უფრო პოპულარულია.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე
ასეთი გავრცელებული მითი
და მათი შესაბამისი ფაქტები:
მითი # 1 ადამიანი, რომელიც
ამბობს, რომ თავის
მოიკლავს, სინამდვილეში
ამას არ გააკეთებს.
ფაქტი: შესაძლოა ადამიანი
მართალაც ყურადღების მიქცევის
მიზნით იმუქრებოდეს თავის
მოკვლით და სულაც არ
ჰქონდეს ასეთი განზრახვა
ან სურვილი. მაგრამ ასეთი
განცხადებების იგნორირება ძალიან
სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
თუკი სტატისტიკას გადავხედავთ,
10 დან 8 ადამიანი, ვინც
ახორციელებს სუიციდს, ამის
შესახებ ატყობინებს გარშემომყოფებს.
ამიტომ, ადამიანს რომელიც
იმუქრება თვითმკვლელობით, სერიოზულობით
უნდა მივუდგეთ და
შევთავაზოთ შესაბამისი დახმარება.
მითი #2 სუიციდი გაფრთხილების
გარეშე, მოულოდნელად ხდება
ფაქტი: გარშემომყოფები ხშირად
აღნიშნავენ, რომ ადამიანმა
სრულიად მოულოდნელად მოიკლა
თავი, რომ მის თვითმკლველობაზე
არაფერი მიუთითებდა, თუმცა
სინამდვილეში სუიციდს როგორც
წესი წინ უსწრებს სხვადასხვა
სასიგნალო, გამაფრთხილებელი
ნიშნები: ადამიანმა შესაძლოა
დაკარგოს ინტერესი მისთვის
ერთ დროს სასიამოვნო
აქტივობების მიმართ, ჩაიკეტოს
საკუთარ თავში, გამოემშვიდობოს
საყვარელ ადამიანებს, დაარიგოს
პირადი ნივთები, მოულოდნელდ
შეიცვალოს მისი ძილის,
კვების რეჟიმი და
ა.შ.
მითი #3 თუკი ადამიანი
თავის მოკვლას ცდილობს,
ე.ი. მას
ბოლომდე აქვს
გადაწყვეტილი სიკვდილი
ფაქტი: ადამიანთა უმეტესობა,
რომელიც სუიციდს მიმართავს
სინამდვილეში დილემის წინაშე
დგას: ერთი მხრივ
მათ სურთ სიცოცხლის
გაგრძელება და მეორე
მხრივ იმ ტკივილისთვის ბოლოს
მოღება, რომლის ატანაც
და გაძლებაც აღარ შეუძლიათ.
ასეთი ამბივალენტური განცდები
და დამოკიდებულებები შეიძლება
ადამიანმა სიტყვიერად გამოხატოს
ან ეს შესაძლოა აისახოს
მის ქცევაში.
მითი # 4 თუკი ადამიანმა
ერთხელ სცადა თავის
მოკვლა და გადარჩა,
იგი მეორეჯერ ამას
აღარ გააკეთებს.
სინამდვილეში წარსულში განხორციელებული
სუიციდის მცდელობა წარმოადგენს
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
რისკ ფაქტორს მომავალში
ასეთი ქმედების განმეორებისთვის.
სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა
დიდ ნაწილს, რომელიც
თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს,
წარსულშიც ჰქონდათ მსგავსი
მცდელობები.
მითი #5 გაუმჯობესება სუიციდალური
კრიზის შემდგომ, ნიშნავს,
რომ სუიციდის რისკი
გადალახულია
ზოგჯერ ეს მართლაც ასეა.
თუმცა არის შემთხვევები,
როდესაც ადამიანები მხოლოდ
გარეგნულად ახდენენ სუიციდის
მცდელობის შემდგომი კრიზისის
გადალახვას და სინამდვილეში
თავს უკეთ იმის
გამო გრძნობენ, რომ
საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობენ
თავის მოკვლასთან დაკავშირებით
და გეგმავენ ამის განხორციელებას.
ის აზრი, რომ მათ
ტკივილს მალე მოეღება
ბოლო, შვებას ჰგვრით
და სწორედ ამით აიხსნება
მათი ერთი შეხედვით
გაუმჯობესებული მდგომარეობა.
მითი # 6 სუიციდს ახორციელებენ
უმეტესად მდიდარი/პირიქით
ღარიბი ადამიანები
სუიციდი არ არის კავშირი
სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან.
იგი გავრცელებულია ყველა
სოციალური ფენის წარმომადგენლებს
შორის.
მითი #7 სუიციდი მემკვიდრეობითია
სუიციდი მართლაც გვხდება
ახლო ნათესაური კავშირის
მქონე ადამიანთა შორის,
ამიტომ ერთი შეხედვით
შეიძლება ვიფიქროთ, რომ
იგი გენეტიკურია. თუმცა
სპეციფიური გენი, რომელიც
ასეთ მიდრეკილებაზე აგებს
პასუხს, არ არის აღმოჩენილი.
მკლევართა ნაწილი ასეთი
შემთხვევების ალტერნატიულ ახსნას
გვთავაზობს და ხაზს
უსვამს სხვა ფაქტორების
როლსა და მნიშვნელობას. გავრცელებული
მოსაზრების თანახმად ოჯახის
ერთი წევრის მიერ
განხორციელებული სუიციდი, გავლენას
ახდენს და ცვლის სხვა
წევრების დამოკიდებულებას ამ
ფენომენის მიმართ. თავის
მოკვლა რის შედეგადაც აღიქმება
პრობლემასთან გამკლავების ოპტიმალური
საშუალებად.
მითი #8 მხოლოდ დეპრესიაში
მყოფი ადამიანები იკლავენ
თავს
დეპრესიის არსებობა მართლაც
ზრდის სუიციდის განხორციელების
რიკს, თუმცა იგი
არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას
იმისთვის, რომ ადამიანმა სცადოს
ან განახორციელოს თვითმკვლელობა.
მითი #9 თუკი ადამიანს
სუიციდის შესახებ
ვკითხავთ რამეს,
ამით შეიძლება თავის
მოკვლის იდეა მივაწოდოთ
სუიციდის განზრახვის შესახებ
პირდაპირ დასმული კითხვა
არ ქმნის და არ
ზრდის ასეთი ქმედების
განხორციელების რისკს. თუკი
ადამიანს მართლაც აწუხებს
მსგავსი აზრები, ღია,
პირდაპირი საუბარი ამ
თემაზე ყველაზე ოპტიმალურ
სტრატეგიადაა მიჩნეული. ასეთი
საუბარი ხშირად ეხმარება
ადამიანს შფოთვის შემცირებაში
და ხელს უწყობს სუიციდის
პრევენციას.
მითი # 10 სუიციდალური ადამიანის
დახმარება მხოლოდ
სპეციალისტს შეუძლია
მიუხედავად იმისა, სპეციალისტის
ჩართულობა ხშირად შემთხვევაში
ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია
გვახსოვდეს, რომ სუიციდის
რისკის ქვეშ მყოფი
ადამიანის დახმარება და
მისი ემოციური მხარდაჭერა
ახლობენ ადამიანებსაც შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპიის
წარმატებასაც მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული სწორედ ოჯახის,
მეგობრების მხარდამჭერი ქსელის
არსებობაზე.
ზემოთ გავრცელებულმა მითებმა
და მცდარმა წარმოდგენებმა,
რომლებიც როგორც
დავინახეთ ნაკლებად
შეესაბამება რეალობას,
შესაძლოა თითოეული
ჩვენგანი მიიყვანოს
არაადეკვატურ ქმედებამდე
ან გვიბიძგოს უმოქმედობისკენ
სუიციდის რისკის
ქვეშ მყოფ ადამიანთან
მიმართებაში. სწორედ
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია
თითოეულ ჩვენგანს გააჩნდეს
სწორი, ზუსტი ინფორმაცია
ამ თემასთან დაკავშირებით,
რაც როგორც აღვნიშნეთ
სუიციდის პრევენციისთვის
უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ავტორი
თამთა საამიშვილი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს
"საქართველოს ბავშვების"
ინტელექტუალურ საკუთრებას
და შესაბამისი საავტორო
უფლება დაცულია
კომენტარი