სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;
პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100