
აფეთქებების შედეგად შრი-ლანკაზე დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია
შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი კი 500 ადამიანს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, მათ შორის 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში.
აღნიშნულ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა.
შრი-ლანკას ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო, ასევე დაბლოკილია სოციალურ ქსელებზე წვდომა.
კომენტარი