სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში და ქვეყნის დასატოვებლად ემზადება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა სასამართლოზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მზადებისა, ოლიგარქი თავისით არსად არ წავა და არ იჩქარრებს ქვეყნის დატოვებას.

ახლა ერთად დგომაა საჭირო - ამბობს მიმართვაში მესამე პრეზიდენტი, პოლიტკურ პარტიებს ერთად დგომისკენ, სამოქალაქო საზოგადოებას კი ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს

საქართველოში გასაოცარი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა - ამბობს მესამე პრეზიდენტი.

საააკაშვილი ფიქრობს, მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტი ზურაბიშივლი თამაშობს.

მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო აქტიურობა ატარებს ძალიან პოზიტიურ ხასიათს ამ პერიოდში. წაროუდგენელია ახალი თაობა და ყველა თაობა. ყველა ტაობის ადამიანებს ვუსმენ და გაოგნებული ვარ ინტელექტის, შემეცნების უნარის დონით. ეს არის ნამდვილი რევოლუცია იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად, ახალი ფორმაცია შედგა ქართველების. შედგა ერთ-ერთი ყველაზე წინ წასული სამოქალაქო საზოგადოება დღევანდელ ევროპაში. ეს არის ძალიან საამაყო და ჩვენი ვალია, მათ ვერ დაამარხონ ეს საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება არის ცამდე მართალი და ცამდე მართალმა არ შეიძლება არ იაროს წინდა და იხისო უკან. არის ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მაქანებით გააქვს ფული აეროპორტში, მეც მაქვს ეს ინფორმაცია და სხვა ადამიანებსაც. ის ემზადება წასასვლელად, ოღონდ არ ჩქარობს. ის თავისით არსად არ წავა. მას თქვენ მიაჩნიხართ ზედმეტად ამ ქვეყანაში. ამიტომ, მოდით, ზედმეტი ემოციები გადავდოთ გვერდზე და როდესაც ვსაუბრობთ შეტევაზე, ვისაუბროთ მართლა შეტევაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100