სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის "პრეზიდენტი" ანქვაბი გახდა

ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მართალია, ამის შესახებ ოფიციალური ცნობა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ abkhazeti.info იტყობინება, რომ წინასწარი ინფორმაცია სწორედ ასეთია და მონაცემებიც მოჰყავს:

ტყვარჩელში ანქვაბმა ხმების 44%, ოჩამჩირეში 60%, გალის რაიონში დაახლოებით 70%, სოხუმის რაიონში 58%, ქალაქ სოხუმში 65%, გუდაუთის რაიონში 60%-ზე მეტი მოიპოვა.

ჩერქეზეთში ანქვაბსა და შამბას თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდათ: ანქვაბს 735-მა, ხოლო შამბას 726-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა . ჩერქეზთა უბნიდან მოსულ ხმებში 566 ხმა რაულ ხაჯიმბამ მიითვალა.

მოსკოვში სულ ხმა მისცა 809 ადამიანმა. აქედან, 465 ხმა ანქვაბს ერგო წილად, 222 - შამბას, ხოლო დანარჩენი 91 კი - ხაჯიმბას. 12-მა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო გაუქმებულად მხოლოდ 19 ბილეთი ჩაითვალა.

შამბას დღევანდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ საღამოს "ბრძენი აფხაზი ხალხის სადღეგრძელოს" დალევდა, არ გამართლდა. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, იზრუნებს თუ არა შამბა რევოლუციაზე, რითაც იგი ამომრჩევლებთან შეხვედრებზე პირდაპირ თუ ირიბად იმუქრებოდა.

(ოლესია ვართანიანის ფოტო)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100