სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა - ნიკა გვარამია მის აცილებას ითხოვს

ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვს. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან რამდენიმე წუთის წინ დააყენა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს, რუსთავი 2-ის ჰოლდინგის დირექტორია, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოსამართლემ ამოიღო. ზაზა გველესიანთან მეგობრობა მოსამართლე ლაჩა ჩხიკვაძემ დაადასტურა - „ბავშვობის მეგობარია, კომუნიკაცია გვაქვს მეგობრობის შინაარსში რაც არის, ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს“ - თქვა მან შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მას ნიკა გვარამიამ დაუსვა და მიმართა, რატომ არ განმარტა, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი იყო მისი პერსონალური მეგობარი: "რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანია, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი"- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100