სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძეს მთავარ პროკურატურაში ხვალ დაკითხავენ

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მთავარ პროკურატურაში ხვალ დაკითხავენ.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბურჯანაძე პროკურატურაში ხვალ, 14:00 საათზე მივა.

"დემოკრატიული მოძრაობა" მნიშვნელოვნად მიიჩნევს მთავარი პროკურატურის ძალისხმევას 26 მაისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური ძალა პირველივე დღეებიდან მოითხოვდა ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან გვინდოდა სრული სიმართლე სცოდნოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. გვესმოდა ისიც, რომ  წინა ხელისუფლების დროს, რომელმაც დანაშაულებრივად დაგეგმა და განახორციელა 26 მაისის სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაცია, ამ  საქმეზე ნათლის მოფენა შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო შემოთავაზება, რომ პარტიის ოფისში მოვიდოდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი და 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის ახსნა-განმარტებას მოისმენდა, თუმცა ბურჯანაძემ, გამოძიებისათვის მაქსიმალურად  ხელის შეწყობის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და ჩვენება მისცეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ "სახალხო კრების" ლიდერებისა და წევრების უმრავლესობა უკვე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ორგანოში, მათ შორის: ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, შალვა ოგბაიძე და სხვები. ასევე უკვე დაკითხული არიან ის ადამიანები, რომლებიც 2011 წლის მაისის მოვლენების დროს პირადად დაზარალდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100