Forbes–ის რეიტინგში რუსეთი ნიგერიას ორი საფეხურით ჩამორჩა, საქართველომ კი 52 საფეხურით გაუსწრო
ამერიკულმა საქმიანმა ჟურნალმა Forbes–მა იმ ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. ახალ რეიტინგში საქართველო 50–ე ადგილზეა 134 ქვეყანას შორის. ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკებიდან ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ესტონეთი (მე–16 ადგილი) და ლატვია (37–ე ადგილი) უსწრებენ.
რუსული მედია წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საკმაოდ შეაშფოთა ახალ რეიტინგში რუსეთის მიერ „მოპოვებულმა“ პოზიციამ: რუსეთი 102–ე ადგილზეა, ხოლო მე–100 და 101–ე ადგილებზე, შესაბამისად, ბანგლადეში და ნიგერია იმყოფებიან.
პირველი სამეული ქვეყნებს შორის კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ჰონკონგმა დაიკავეს, ათეულში სკანდინავიის ქვეყნები შვედეთი და ჰორვეგია შედიან. აშშ–მ წელს რეიტინგში მე–10 ადგილი დაიკავა.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რეიტინგები ასე გამოიყურება: ესტონეთი (16) ლატვია (37); საქართველო (50); აზერბაიჯანი (78); ყაზახეთი (80 ); სომხეთი (89); მოლდოვა (90); უკრაინა (105); ყირგიზეთი (115); ტაჯიკეთი (120).
რეიტინგის შემდგენლები ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცა მესაკუთრის უფლებები, ინოვაცია, გადასახადები, ტექნოლოგიების განვითარება, კორუფცია, თავისუფლება, ბიუროკრატია, ინვესტორთა უფლებების დაცვა და ა.შ. სულ რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ 11 კრიტერიუმს.
კომენტარი