ინგა გრიგოლია: ამ სამყაროში ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ასაკში ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ თრომბი გახდა.
ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას დიდი გამოხმარება მოჰყვა. ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელეარხზე მუშაობდა. ამჯერად კი “ტვ პირველის” წამყვანი იყო.
ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ემოციურად გამოეხმაურა, მისი მეგობარი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
“ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი…. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია,რომ მეც მოვკვდი” – წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარი