სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოსა და ვიეტნამს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

საქართველოსა და ვიეტნამს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ვიეტნამის ტრანსპორტის მინისტრს ესაუბრა. თბილისში ოფიციალური ვიზიტით ბოსნია-ჰერცეგოვინის ტრანსპორტის მინისტრიც იმყოფება. ოფიციალურ შეხვედრაზე მათ სატრანსპორტო დერეფნების გამოყენებასა და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. ვიეტნამის ტრანსპორტის მინისტრმა ჰო ნგჰია დუნგიმ ვიეტმნამსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი დააყენა.

როგორც ვერა ქობალიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორივე ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს, უფრო ინტენსიურად მოხდეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენება. მხარეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები გაგრძელდება, ქართული მხარე კი იმსჯელებს ჰო ნგჰია დუნგის მიერ წამოყენებულ ინიციატივაზე, დაიწყოს ვიეტნამსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100