სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში უკრაინელი ბავშვი 3 დღე მკვდარ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა

თურქული მედია შოკისმომგვრელ ტრაგედიაზე საუბრობს. ერთ-ერთ კურორტზე 6 წლის უკრაინელი ბავშვი 3 დღე-ღამის განმავლობაში, ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა ალკოლოლისგან მოწამლულ და გარდაცვლილ მშობლებთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით 38 წლის ვიაჩესლავი და მისი ცოლი მაია სამილო ქალიშვილთან ერთად ისვენებდნენ ანტალიის რაიონ ალანიაში. ნაქირავები ბინის მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა და ცოლ-ქმარი აშკარად ლოთობდნენ.

ადგილზე სამართალდამცავებს გვამები დივანზე მჯდომიარე მდგომარეობაში დახვდათ. ამჟამად პოლიცია მათ ნათესავებს ეძებს, რათა 6 წლის გოგონა და გვამები გადასცენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100