სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ და “KPMG Georgia” საქართველოს მასშტაბით დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე ღია სემინარებს ჩაატარებენ

თბილისი, 11 ივნისი, 2015 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ და საერთაშორისო აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანია “KPMG Georgia”-ას ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე ღია სემინარები ჩატარდება. ხსენებულ სემინარზე დასწრება უფასო იქნება. . ღია სემინარზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. ღია სემინარის მსმენელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო დამატებით საკითხებზე მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია და რჩევები.

ღია სემინარები ჩატარდება: თელავში 12 ივნისს, ქუთაისში 15 ივნისს და ბათუმში 16 ივნისს. დასწრება სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს ეფექტური გასაუბერების ტექნიკა დამსაქმებელთან ურთიერთობისას. ღია სემინარზე დასწრების შესაძლებლობა აქვს, როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ისე ყველას ვისაც სურს დასაქმება.Georgia

ტრენინგის შესარჩევად და ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

###

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, მისი ბიზნესის სკოლისა და სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

KPMG Georgia-ს შესახებ:

KPMG Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპნიაა, რომელიც აუდიტორულ და

საკონსულტაციო კომპანიებს შორის მსფოლიო დიდი ოთხეულში შედის და საქართველოში

2006 წლიდან მოღვაწეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100