საბერძნეთის დეფოლტი ევროზონას უქმნის საფრთხეს
საბერძნეთის დეფოლტი, მისი საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებასა და ბანკებისთვის ზიანის მიყენებასთან ერთად, ევროზონის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. „საბერძნეთთან დაკავშირებული გაურკვევლობა რაც უფრო დიდხანს გასტანს, საბერძნეთისა და ევროზონის ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზება მით უფრო გაუჭირდება“ – ასეთ ვარაუდს გამოთქვამს სააგენტო „Moody's“.
სააგენტოს სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ საბერძნეთის საკრედიტო დავალიანება აუცილებლად დეფოლტით დასრულდება. ეს კი ევროპის რეიტინგებში დიდ განხეთქილებას ჩამოაგდებს, ანუ სტაბილური და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის საინვესტიციო კატეგორიების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდება.
უკანასკნელ პერიოდში ბაზრებმა დავალიანების მქონე ქვეყნებზე ზეწოლა გააძლიერეს და ახლა ინვესტორებს საბერძნეთის დეფოლტის გარდა, ესპანეთის (სადაც მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხდა) და დაბალრეინტიგული მაჩვენებლის მქონე იტალიისა და ბელგიის ბედიც აფრთხობთ.
საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. სიტუაციას ბერძნული მთავრობის მიერ ბიუჯეტის შესავსებად გადახდილი უზარმაზარი პროცენტებიც ამწვავებს.
კომენტარი