სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოხდა თუ არა სავალუტო კურსებით მანიპულირება?

ეროვნული ბანკი ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს

"ბიზნეს–კურიერის" ინფორმაცია

მოხდა თუ არა სავალუტო კურსებით მანიპულირება – ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას მისი სამ პროცენტიანი გაუფასურება მოჰყვა. სავალუტო აუქციონებზე ერთ დღეში დოლარზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა, რამაც საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციაზე.

ეროვნულ ბანკში სპეკულაციებს კატეგორიულად გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მცურავი კურსის პირობებში ლარის რამდენიმე პუნქტით გაუფასურება ან გამყარება მოსალოდნელია. დოლარის გამყარება კი მთელ მსოფლიოში ხდება და ეს აისახა საქართველოშიც. ეროვნული ბანკის პოზიციითვე, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ინფორმაციისათვის – წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებაში ცხრა პროცენტით იყო გამყარებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100