ქვემო გომში შვილმა ღვინის გამო მამა დანით მოკლა
კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში მამა–შვილს შორის ღვინის თემაზე დაწყებული კამათის გამო ტრაგედია დატრიალდა: მამუკა მჭედლიშვილი ცდილობდა, სახლიდან ღვინო გაეტანა, რათა მეგობრებთან ერთად ექეიფა, ამ იდეას კი მამა შეეწინააღმდეგა. მამა–შვილს შორის დაწყებული შელაპარაკება იმით დასრულდა, რომ მამუკა მჭედლიშვილმა მშობელს მუცლისა და გულმკერდის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 67 წლის ჯემალ მჭედლიშვილისთვის ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში გარდაცვლილის მეუღლე და მამუკა მჭედლიშვილის დედა დედა იმყოფებოდა. პოლიციელებს ჯემალ მჭედლიშვილი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი გაქცევის მცდელობის დროს, მეზობლის სახლში დააკავეს.
კომენტარი