სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში „ლენინი“ დააკავეს

როგორც "ლაიფნიუს.რუ" იუწყება, მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა 53 წლის სერგეი სოლოვიოვი მაშინ დააკავეს, როცა იგი მშვიდად ასრულებდა თავის სამუშაოს: უცხოელი ტურისტების წინაშე ლენინის ჟესტიკულაციით პოზირებდა. გრიმის წყალობით სოლოვიოვმა საკუთარი გარეგნობა მაქსიმალურად მიუახლოვა ლენინისას, ოღონდ ბელადის გარეგნობაში კომიკური ელემენტებიც შეიტანა.

დაკავების მიზეზი ვინმე ნიკოლოზ დემიდოვის მიერ პოლიციაში დარეკვა გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლენინის ორეული „შეურაცხყოფს მას თავისი გარეგნობით და ქცევით“.

პოლიციელები მოსკოვის ცენტრში, „კიტაიგოროდის“ კედელტან რამდენიმე წუთში გაჩნდნენ და „ლენინი“ ტვერის სასამართლოსკენ გააქანეს.

„მათ მეც შემომთავაზეს მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ ვარჩიე, განყოფილებამდე ფეხით მივსულიყავი“, – თქვა 55 წლის ვიქტორ ჩეპკასოვმა, რომელიც პარტნიორთან ერთად იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს განასახიერებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100