სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბერებს ჰკითხეთ, მე რა ვიცი. შეფასება იმისა, რაც არ იცი, არის ცილისწამება. დაველოდოთ გამოძიებას" - მეუფე იოანე ყინწვისის მონასტრის საქმეზე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფრომაციას არ ფლობს.

როგორც მეუფე გერასიმე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რუის-ურბნისის ეპარქიამ მომხდარის დეტალებზე თავად უნდა ისაუბროს.

"რუის-ურბნისის ეპარქიაში ის სასულიერო პირები, ვისაც ვიცნობ, შემიძლია ყველანი დადებითად დავახასიათო. რა მოხდა არ ვიცი, ამ ეპარქიას ჰყავს თავისი მღვდელმთავარი და თვითონ შეაფასებს," - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ.

მომხდარზე არ საუბრობს არც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე.

"შეიძლება ცილისწამებაც არის. ბერებს კითხეთ, მე რავიცი. შეფასება იმისა, რაც არ იცი, არის ცილისწამება. თუ დაკავებულია, მაშინ დაველოდოთ გამოძიებას," - განაცხადა მეუფე იოანემ.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მამა დავით კობაიძე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მისივე მეგობარს, მამა საბას, ავტომობილით გადაადგილებისას ცეცხლი გაუხსნა.

"კურიერის" ინფორმაციით, ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100