ამ გოგოზე დაინიშნა თოშა ქებურია ქრისტინე იმედაძესთან დაშორების შემდეგ
ცნობილი ქართველი მილიონერი თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, რომელიც საზოგადოებამ იმ პერიოდში გაიცნო, როდესაც ის მომღერალ, ქრისტინე იმედაძეს ხვდებოდა, დაინიშნა. ამ ამბავმა დღეს სრულიადნ ქართული ყვითელი პრესა ააჭრელა.
თორნიკეს რჩეული მოდელი ქეთი ჟღენტია. ნიშნობის ამსახველი ფოტო 19 წლის მოდელმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, Instagram -ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ქეთიმ მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო, ის წარმატებული მოდელია. თოშას საცოლე ასევე კალათბურთს თამაშობდა ბავშვობაში და მოდელის დედ-მამას უნდოდა შვილი სპორტს გაჰყოლოდა. ქეთის დედ-მამა დიდი ხანია დაშორებულები არიან.
კომენტარი