სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები - კონსტიტუციონალისტები მთავრობის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, შესაძლოა, მთავრობის გადაყენების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტები საუბრობენ.

ლევან ალაფიშვილის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კონსტიტუციის დარღვევასთან და თუ ეს დადასტურდა, მაშინ საქმე გვექნება " კონსტიტუციის გადატრიალებასთან".

თანამდებობის პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ან არასრულად გაკეთებული საქმე, ან შეფერხება ევროასოცირების გზაზე, შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომლისთისაც შესაძლებელია დაიწყოს იმპიჩმენტის ან მთავრობის უნდობლობის პროცედურები. განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა არის საფუძველი დამატებითი შესწავლისთვის, თუნდაც იგივე საგამოძიებო კომისიის ფორმატი იქნება ეს თუ სხვა ფორმატში. თუკი დადასტურდება, რომ მართლაც არ გააკეთა მთავრობის რომელიმე წევრმა რაიმე, რაც მას უნდა გაეკეთებინა ევროპულ ასპარეზზე, ამ შემთხვევაში თუ მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ეს, ჩემი აზრით, იქნება კონსტიტუციის გადატრიალება, სახელისუფლებო გადატრიალება“. - ამბობს ლევან ალაფიშვილი პირველებთან საუბრისას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა, მაშინ პარლამენტში 76 ხმა იქნება საჭირო იმისთის, რომ მთავრობის იმპიჩმენტი დაიწყოს.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, აფუჭებს.

კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის მოვალეობაა, ქვყენის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100