ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო განაცხადების მიღების ელექტრონულ სისტემაზე გადადის
ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო განაცხადების მიღების ელექტრონულ სისტემაზე გადადის. უახლოეს პერიოდში კინოცენტრი გამოაცხადებს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის და მოკლე ან სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსებს.სწორედ ამ კონკურსების მსვლელობისას კინემატოგრაფისტებს პირველად მიეცემათ საშუალება გააკეთონ საკონკურსო განაცხადი ონლაინ, კინოცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის საშუალებით.
პროგრამის მუშაობის სატესტო რეჟიმიდან გამომდინარე, კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ეგზემპლიარი მაინც უნდა წარმოადგინონ კინოცენტრში.
დაინტერესებული პირებისთვის საკონკურსო განაცხადების მიღების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართება 22 და 30 მარტს 15:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში. ასევე იგეგმება პროგრამის ონლაინ გაიდის განთავსება კინოცენტრის ვებ გვერდზე www.gnfc.ge.
კომენტარი