მონაკოს პრინცმა გიგი უგულავასთან ერთად თბილისში გაისეირნა
მონაკოს პრინცი ალბერ მეორემ თბილისის ქუჩები დღეს ფეხით მოიარა. პრინცმა უკვე დაათვალიერა აბანოთუბანი, რიყე და ბოტანიკური ბაღი. მას მეგზურობას თბილისის მერი გიგი უგულავა უწევდა და ძველი თბილისის უბნები ერთად დაათვალიერეს.
პრინცს დიდი ინტერესი აქვს იმ აღმოჩენების მიმართ, რომლებიც კეთდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ამიტომ მან დატალური ინფორმაცია მოისმინა მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ. ამის შემდეგ გიგი უგულავასთან ერთად ალბერ მეორე მთაწმინდაზე გაემართა, საიდანაც მთელი თბილისი მოსჩანს.
"ქალაქი ძალიან ლამაზია. აქ უამრავი ღირშესანიშნაობაა, რომელიც დიდი სიფრთხილით არის აგებული. ამ ქალაქში ბევრ თანამედროვე ძეგლს და ისტორიულ ნაგებობას იხილავთ, სადაც საინტერესო ფაქტები ინახება. ეს ყველაფერი შთამბეჭდავი და მიმზიდველია დამთვალიერებლისათვის. თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია, " - განაცხადა ალბერ მეორემ.
კომენტარი