მამუკა ბახტაძე თანამდებობას ტოვებს?
იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ პასუხობს. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გავრცელებული ხმები და აქცენტი „ქართული ოცნების“ გუნდურობაზე გააკეთა:
„ეს საკითხი პერიოდულად იწევა, სამწუხაროდ
ქართულ პოლიტას ეს ახასიათებს. ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ გვაქვს პირდაპი
კომუნიკაცია საზოგადოებასთამ,. ყველაზე მნიშვნელოვანია 2020 წლის საარჩევნო
პროგრამა, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვდგებით პასუხობდეს ყველა
გამოწვევას, ესაა ამოცანა.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად სამთავრობი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრები როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს, ოღონდ არა გუნდის გაჯანსაღების და უფრო კომპეტენტური ადამიანების მოყვანის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მისმა ახალმა სამთავრობო გუნდმა 2020 წლის არჩევნები ნებისმიერი ხერხით მოაგებინოს და ხელისუფლება შეანარჩუნებინოს.
კომენტარი