სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო
გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)”, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინულ პორტალ "tube.ua"-ზე ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, 2013 წლის ივნისში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის ნაწილია. კადრები მამაკაცის სასტიკ წამებას, სექსუალურ ძალადობას და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100