სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროტესტი სცენიდან - პოეტმა რუსული კანონი გეორგიევსკის ტრაქტატს შეადარა (ვიდეო)

პროტესტი სცენიდან - ახალგაზრდა პოეტმა, რომელმაც სოფიკო ჭიაურელს კრებული მიუძღვა, რუსული კანონი საჯაროდ გააპროტესტა.

გაგა გოგსაძე საკონკურსო თემის ორიგინალური გააზრებისთვის დაჯილდოვდა. ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულმა პოეტმა კი სიტყვით გამოსვლა სწორედ საშიშ კანონზე საუბარს დაუთმო და პირდაპირ თქვა, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ არ ყოფილა არაფერი ისეთი ფატალური ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც რუსული კანონი".

სიტყვით გამოსვლისას გოგსაძემ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ილიას გზას ვერ წაართმევენ.

პოეტის პროტესტს დარბაზში ოვაციები და ტაში არაერთხელ მოჰყვა.

ძალიან მძიმე დროება უდგას ახლა საქართველოს, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ არ ყოფილა არაფერი ისეთი ფატალური ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც რუსული კანონი და მისი მიღება. მე მესმის ძალიან ხშირად, რომ ხელოვნება უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, არა ბატონებო. სრულიად არაფერია ხელოვანი და ხელოვნება პროტესტის გარეშე, როდესაც საქმე სამშობლოსა და მის თავისუფლებას ეხება. მავანნი, როდესაც ძალიან მოუნდათ სპორტსა და პოლიტიკას ადუღაბებენ, ძალიან ოსტატურად და ეს, ჩვენ, რამდენიმე დღის წინაც ვნახეთ. ყველაზე ჯოჯოხეთურ დაფიქრებაშიც კი მზარავს, რომ ოდესმე ომში პოეტი შეიძლება გავხდე და სწორედ ამიტომ, ჩვენ, ყველანი 26 ოქტომბერს უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ერთმანეთს მივულოცოთ დიდებული დღე, დღე, როდესაც საქართველოს, ილიას გზას ვერ წაართმევენ, დიდი მადლობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100