2 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი-დღეს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს, რადგან ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია არ დაკარგოთ კრეატიული ენერგია და ის სწორი მიმართულებით მიმართოთ. მოსალოდნელია შემოქმედებითი შემართება საინტერესო სფეროში, სადაც შეძლებთ ინდივიდუალურობის წარმოჩენას.
კურო -დღეს შეგიძლიათ გადააბიჯოთ საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს, თუ თქვენი ჩანაფიქრი კეთილშობილური იქნება. გაგიჩნდებათ ჭარბი სენტიმენტალიზმი, გაიზრდება მადა, მატერიალური ან სოციალური მოთხოვნილება. მოერიდეთ საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და ზედმეტ ამბიციურობას, ღირსების შელახვას მეტად მგრძნობიარედ ნუ აღიქვამთ. გარშემომყოფებს თქვენ მოსაზრებებს ნუ მოახვევთ თავს.
ტყუპები -დღეს გარშემო ბევრი თანამოსაუბრე და ინფორმაციის წყაროს ფართო არჩევანი გაქვთ. თქვენი ცნობისმოყვარეობა გამოიწვევს აზრების ქაოსს. გადაჭარბებულად შეაფასებთ საკუთარ ღირსებას და ნაკლებად შენიშნავთ საკუთარ ნაკლს. კარგი დღეა საჯარო ღონისძიების, ცოდნის შევსების, ასევე გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობისთვის.
კირჩხიბი-დღეს არსებობს დაუგეგმავი ხარჯების გაწევის ცდუნება. მაღაზიაში შევლისას გული გაგიწევთ მოდური აქსესუარების, ფუფუნების საგნების, საბავშვო ნივთების შეძენისკენ. მოერიდეთ ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენას. შეძლებთ შეფის ან გავლენიანი ადამიანისთვის ღირებული საჩუქრის არჩევას. წარმატებულად ჩაივლის სადღესასწაულო სამოსის შეძენაც.
ლომი-დღეს ბევრ რამეს მიაღწევთ და უკან ჩამოიტოვებთ კონკურენტებს. თუმცა ხელსაყრელი მოვლენების მიუხედევად თქვენი სურვილების ნაწილი ვერ განხორციელდება. დატკბით წარმატებით, რადგან ისინი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. მოლოდინის გამტყუნების მიზეზები კარგად გაარკვიეთ. შესაძლოა არასწორად შეაფასეთ საკუთარი პოტენციალი ან უბრალოდ აუხდენელზე იოცნებებთ.
ქალწული-დღეს გელოდებათ ნაცნობი რუტინა. მუდმივად გაგიჩნდებათ მკაცრი რეალობიდან თავის დაღწევის ცდუნება. სითამამე, ოპტიმიზმი, აზარტი გაგიტაცებთ ჩვეული გარემოდან, შეძლებთ წარმატების გემოს გაგებას. გაითვალისწინეთ, რომ სულიერი აღმაფრენა დროებითი იქნება, ამიტომ მოერიდეთ გრძელვადიან პერსპექტიულ წამოწყებებს.
სასწორი-ხელსაყრელი დროა სამომავლო ღონისძიებისთვის. წარმატებით დასრულდება ახალი თანამოაზრის, ინვესტორის, მფარველის, სულიერი მრჩეველის, მდიდარი დამკვეთის ძიება, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობა და შემოქმედებით მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები.
ღრიანკალი-დღეს სავსებით ბუნებრივი იქნება შემოქმედებითი ნიჭის რეალიზების სურვილი. სწორედ ეს გახდება აუცილებელი პირობა თქვენი შესაძლებლობის აღიარების და მომავალი კარიერული წინსვლისთვის. ამასთან თქვენი დამოუკიდებლობით სხვის პატივმოყვარეობას ნუ შეეხებით. მიანიშნეთ შეფს. პარტნიორს ან მეუღლეს, რომ თქვენი დახმარების გარეშე ფონს ვერ გავლენ და ამგვარად მათი მხარდაჭერა გარანტირებული გექნებათ.
მშვილდოსანი -ხელსაყრელი დღეა პოლიტიკას, ტურიზმს, რელიგიას, სპორტს, ბავშვების აღზრდას, უცხოურ კავშირებს, განათლების სფეროსთან დაკავშირებული საქმეებისთვის. თქვენი ავტორიტეტი შეულახავი დარჩება, ნიჭი კი აღიარებული და მოთხოვნადი იქნება ფართო წრეებში. წინსვლისას დროულად შეჩერდით, რათა თავიდან აიცილოთ მატერიალური ან სხვა სახის გართულება.
თხის რქა -გარემოება მუდმივად გიბიძგებთ სარისკო ზომებისკენ. გონივრული და გათვლილი არსებობა, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, შეგიქმნით საუკეთესო შანსის ხელიდან გაშვების შეგრძნებას. გაგიჩნდებათ სურვილი გააძლიეროთ შეგრძნებები ინტიმური სფეროში, შემოქმედებითი ჩანაფიქრები, განავითაროთ მსხვილი ფინანსური პროექტები
მერწყული-გარშემომყოფებთან ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თქვენ და მათ პრიორიტეტებზე. მსგავსი პრინციპი იმუშავებს როგორც საქმიან სფეროში, ასევე პირადულ ცხოვრებაში, თუ პირველ ადგილზე დგას ფინანსური ინტერესები, ურთიერთშეთანხმება სწრაფად გადაიზრდება მძაფრ კონკურენციაში. ხოლო თუ სხვა ადამიანებთან გაკავშირებთ საერთო კაშკაშა იდეა, თანამშრომლობა მტკიცე იქნება.
თევზები-კარგი დღეა მუშაობაში ჩაფლობისთვის. საკუთარი ვალდებულების შესრულებას შემოქმედებითად მიუდექით. თუნდაც კოლეგებმა და შეფმა არასწორად შეაფასონ თქვენი მოტივი, განიცდით ნამდვილ სულიერ აღმასვლას და იგრძნობთ, რომ დღემ ამაოდ არ ჩაიარა. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება არამარტო პირადული ინტერესები, არამედ ბავშვების პრობლემებიც.
კომენტარი