სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ბანკი „როსიისკი კრედიტი“ ალექსანდრე ებრალიძის პარტნიორებმა იყიდეს

ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "რუსული კრედიტი" 352 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება. "ინტერფაქსის" ცნობით, ქართველი ოლიგარქის ბანკი კერძო პითა ჯგუფმა იყიდა, რომლებთანაც შეთანხმებას ივანიშვილის დეველოპერულმა კომპანია "უნიკორმა" ხელი უკვე მოაწერა.

ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის ქონება ალექსანდრე ებრალიძის უშუალო პარტნიორებმა შეიძინეს, რომლებიც თავის მხრივ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან. მართალია მყიდველებს შორის აქციების გადანაწილების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "რუსული კრედიტის" საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელი სადაზღვევო კომპანიის "Спасские ворота" ექს-მფლობელი ბორის ჰაიტი გახდა.

ვინ არის ბორის ჰაიტი? ჯერ კიდევ 1992 წელს სანკტ პეტერბურგში შეიქმნა "საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრი", რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოება "Талион"–ათ გადაკეთდა. მისი დამფუძნებელი გახლდათ რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველო ოლიგარქი ალექსანდრე ებრალიძე (ალიკ რინოკი), რომელსაც რუსული პრესა პეტერბურგში ქართველი კანონიერი ქურდების ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებს.

მისი პარტნიორი გახლდათ "პიტერელი ამერიკელი" იაკობ ბერსკი (ამერიკაში ცნობილი, როგორც იაკოვ დანი), რომელიც ამავდროულად პეტერბურგის პორტის ფინანსებს განაგებდა. ამ ორი ადამიანის გარდა, "Талион"–ის დირექტორთა საბჭოში შევიდნენ ექსპორტიორი კომპანია TFC-ის მფლობელი ვლადიმერ კეხმანი და ადგილობრივი ოლიგარქი ბორის ჰაიტი, სადაზღვეო კომპანია "Спасские ворота" მფლობელი. სწორედ ეს უკანასკნელია ერთ–ერთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბანკის მფლობელი გახდა.

ალექსანდრე ებრალიძის გარდა ბორის ჰაიტს მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით მეგობრობდა მოსკოვის მაშინდელ მერთან, იური ლუჟკოვთან. ჟურნალი "იტოგი" სისტემატიურად აქვეყნებდა ნაწყვეტებს ლუჟკოვის წიგნიდან "ჩვენ შენი შვილები ვართ მოსკოვო", სადაც ჰატის გვარმა პოზიტიურ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა. საბანკო სფეროთი ბორის ჰაიტი ჯერ კიდევ წლების წინ დაინტერესდა. 1997 წელს ის "მოსტ ბანკის" გენერალური დირექტორი გახდა. რამდენიმე კვირაში კი იური ლუჟკოვთან მეგობრობის წყალობით, მოსკოვის მეტროპოლიტენის ანგარიშები "მონტაჟ სპეც ბანკიდან" ბორის ჰაიტის "მოსტ ბანკში" გადატანეს, რითაც ადგილობრივმა ოლიგარქმა მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა.

ბორის ჰაიტის გარდა "რუსული კრედიტის" მფლობელი ასევე გახდნენ: IT კომპანიის პრეზიდენტი გეორგი გენსი, ბანკ "გლობეკსის" ყოფილი მესაკუთრე ანატოლი მოტილევი, კერძო პირები – ბორის პასტუხოვი, ვიკტორ ლუკოიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100