სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ იბრძოლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობისთვის?

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მეორე ტურში ის კონკურსანტები გადავიდნენ, რომლებმაც საბჭოს 12 წევრისგან 7 და მეტი ხმა მიიღეს.

143 კანდიდატიდან შემდეგ ეტაპზე გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი გავიდნენ.

5-ვე კანდიდატი მეორე ტურში გასაუბრებას გაივლის. მაუწყებლის გენერალურ დირექტორობაზე კონკურსი გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ, 14 დეკემბერს გამოცხადდა.

კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი ერთი თვის ვადაში უნდა დამტკიცდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100