მელოდია, რომელიც ადამიანს ძილს გვრის
როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, მათ შექმნეს მელოდია, რომელიც ადამიანს ძილს გვრის. „ეს მელოდია ანელებს სუნთქვას, მოდუნებას უწყობს ხელს და ადამიანს ძილის დაუოკებელი სურვილი უჩნდება“, - აღნიშნავენ სწავლულები.
რვაწუთიანი მელოდია იმდენად ეფექტურია, რომ მისი მოსმენა მძღოლებისთვის აკრძალულია.
აღნიშნული მელოდიის მოსმენისას, ადმიანის გულის ცემის რითმი და არტერიული წნევის დონე იკლებს. ასევე, სტრესის გამომწვევი ჰორმონის, კორტიზონის დონეც მცირდება.
აღნიშნული მელოდიის ეფექტი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ.
კომენტარი